logo
ENG



ვერეშჩუკი: პუტინი მხოლოდ [უკრაინის] მიწაზე არ არის ორიენტირებული

06 ნოე 202218:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/09mov4can27y3h9.jpg

უკრაინის ვიცეპრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, პუტინი მხოლოდ უკრაინის მიწაზე არ არის ორიენტირებული.

"უკრაინელები ამაში მკაფიო და ერთსულოვანი არიან: ჩვენ არ ვაპირებთ ვაჭრობას ჩვენს ხალხთან და ჩვენი რეგიონების ნაწილთან, როგორც ყირიმში, ასევე დონბასში. პუტინი მხოლოდ [უკრაინის] მიწაზე არ არის ორიენტირებული.

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ კომპრომისი შესაძლებელია. პუტინი, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს განადგურებას აპირებს. ჩვენთვის ეს სიცოცხლისა თუ სიკვდილის საკითხია," - თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

30 სექტემბერს, უკრაინამ უარი თქვა აგრესორთან დიპლომატიური საუბრების გამართვაზე, სანამ ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

4 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბრის განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა